24.02.2012
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს გამართულ შეხვედრაზე 20-მდე ოჯახის სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, „სოციალური აგენტების მიერ სარეიტინგო ქულების არასწორად მინიჭების გამო, შეჭირვებული მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური დახმარება არ ენიშნება“. თავის მხრივ, ხობის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბადრი ჭითაშვილი „აფხაზეთის“ აზრს, რომ თითქოსდა სოციალური აგენტები არაკვალიფიციურები არიან არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მზადაა სოციალურად დაუცველი ადამიანების სიები ხელახლა გადამოწმდეს.