05.03.2012

„ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში პირველი ოფისი ხობში გახსნა

დღეს ხობში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად მამუკა ქარდავა დაინიშნა. ქარდავა, თავის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს "კონსერვატიულ" პარტიას წარმოადგენს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, "სამეგრელოში შიშის ფაქტორი ძლიერია და მოსახლეობაც ამ წნეხისგან მალე უნდა გათავისუფლდეს". მისი ინფორმაციით, ხობის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისი 8 მარტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ხობში ოფისის პრეზენტაციას „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და "კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური დაესწრნენ.