08.03.2012

ხობის აგრარულ ბაზარში გაჩენილმა ხანძარმა მოვაჭრეები დააზარალა

ხობის აგრარულ ბაზარში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად საწყობებში მოთავსებული საქონლის დიდი ნაწილი განადგურდა. დამწვარია ბაზრის შენობის 50კვ.მ. ფართი.  ბაზრის შენობას ხანძარი 03:00 საათზე გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირველადი შეფასებებით, ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რევაზ წულაიას განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ხობის აგრარული ბაზრის შენობა შპს „მეგრის“ საკუთრებაა. დღეს ხობის ბაზარი დაკეტილი იყო. დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.