19.03.2012

ჭალადიდში ფუნქციონირება დაიწყო სოფლის ადმინისტრაციამ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დღეს ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა, რომლის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა [MDF] დააფინანსა. ეზოს კეთილმოწყობისთვის და მის გასწვრივ საფეხბურთო სტადიონის განახლებისთვის საჭირო 80 ათასი ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფლის ადმინისტრაციული შენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძემ და გამგებელმა გოგა ღურწკაიამ გახსნა. გუბერნატორის განცხადებით, ადმინისტრაცია სოფლის მცხოვრებლების ყველა კითხვებს უპასუხებს და რაიონულ ცენტრში მისვლა აღარ დასჭირდებათ. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, დღეს სოფელში რეკონსტრუქციის შემდეგ 2-ჯგუფიანი საბავშვო ბაღიც გაიხსნა, რომელიც 50 აღსაზრდელს მიიღებს. გუბერნატორ გურამ მისაბიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც აშენდება.