22.03.2012

ხობში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ელოდება

ხობის ყოფილი რაიკომის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ითხოვს. მათ ბარგი შარშან აგვისტოდან შეკრული აქვთ და მიუხედავად ლტოლვილთა სამმართველოს დაპირებისა, ფოთში გადაყვანას დღემდე ელიან. ერთ-ერთი დევნილი, ფაციკო ჩოლარია ამბობს, რომ 25 იანვარს, ამავე შენობაში მცხოვრები 10 ოჯახი აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლობამ ბათუმის დევნილთა ახალ რაიონში გადაიყვანა. თავის მხრივ, „ლაივპრესმა“ ვითარების გასარკვევად მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსს, შორენა ძაძამიას, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.