25.10.2011

ხობელი დევნილები მოატყუეს



25 ოქტომბერი 2011 წელი



     ხობშიყოფილი რაიკომის შენობაში ოცი წელია აფხაზეთიდან დევნილი 13 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობსშენობის სახურავი ქარმა დააზიანა და წვიმის დროს ოთახები წყლით ივსებაიატაკი აყრილიააღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცარამდენიმე თვის წინ დევნილების გასახლების საკითხი დადგათუმცა მათ ხობის ტერიტორიაზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება არ ისურვესისინი ფოთშიახალ რაიონში ითხოვდნენ ჩასახლებასამ მოთხოვნით მათ წერილობით მიმართეს დევნილთა რეგიონულ სამსახურს და სამინისტროსრაზეც დადებითი პასუხი მიიღესდევნილების თქმითსამინისტროს მიერ მოცემული პირობა ამ დრომდე შესრულებილი არააიძულებით გადაადგილებული პირები შესაბამის უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

 "16 აგვისტოს რეგიონული დევნილთა სამსახურიდან მიღებული შეტყობინებითჩვენ ფოთშიახალ რაიონში უნდა ჩავესახლებინეთთუმცა ამ დრომდე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება ეს პროცესიგვატყუებენ და ტყუილს ბოლო არ უჩანსგაგვაგებინონ მაინცგვასახლებენ თუ აქ გვტოვებენბევრჯერ მივმართეთ ზემოთ აღნიშნულ უწყებებს მაგრამ უშედეგოდდავიღალეთ ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში გადამისამართებითეს ყველაფერი რეგიონული დევნილთა სამსახურის უფროსის ლევან მიქავას ბრალიარომელიც კაბინეტში ვერასდროს გამოვიჭირეთუკვე ზამთარიააცივდარისი გადატანაც შეუძლებელი იყოგავყიდეთდავრჩით ჩემოდნებზე შემომჯდარისიმართლის გარკვევა გვინდა"-გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა კარლო აბშილავამ.

აღშფოთებას ვერ მალავს დევნილი კლარა გელაშვილიც: "დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში ვართშენობა ავარიულია და აქ ცხოვრება შეუძლებელიანაადრევად დაგვიზამთრდაგასახლების მოლოდინში შეშის ღუმელი გავასაჩუქრეახლა მეშინიარომ პირობას არ შეასრულებენ და ფოთში არ ჩაგვასახლებენგავიგეთრომ ახალ რაიონში თავისუფალი ფართი უკვე არ არისარ ვიციეს რამდენად სწორი ინფორმაციააშესაძლებელია ეს გასაჩუმებლად გვითხრეს".

ხობის დევნილთა სამსახურში გვითხრესრომ აღნიშნული შენობიდან დევნილთა გასახლება რამდენიმე დღეში მოხდებოდა. "მას შემდეგრაც გამგეობას აღნიშნული შენობა სამსახურების განსათავსებლად დასჭირდალტოლვილთა სამინისტროს წერილით მიმართარათა იქ მცხოვრები დევნილები ალტერნატიულ ფართებში განეთავსებინასამწუხაროდიქ ჩასახლებული დევნილები კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ხობში რეაბილიტირებულ შენობებში შესახლებაზეისინი ფოთშიახალ რაიონში ჩასახლებას ითხოვდნენშეთანხმება სამინისტროსთან შედგასამწუხაროდეს დროულად ვერ მოხერხდაჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს სამინისტროსთან და ამ დღეებში მათი გაყვანა მოხდება"  - გვითხრა ხობის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამასახურის უფროსმა შორენა ძაძამიამ.

ამ კომენტარის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდამაგრამ დევნილები ისევ იქ ცხოვრობენროგორც გავარკვიეთახალ რაიონში უკვე თავისუფალი ფართი არ არისსანამ ხობში მცხოვრები დევნილების ჩასახლებას გადაწყვეტდნენმანამ რამდენიმე ოჯახი სვანი დევნილები ჩამოასახლესროგორც ჩანსხობელები სვანებით შეცვალესდევნილებს კი ახალი განცხადებების დაწერა მოთხოვეს ახალი ალტერნატიული ფართების მოთხოვნითიძულებით გადაადგილებული პირები პოზიციების დათმობას არ აპირებენროგორ დასრულდება დავაჯერ გაურკვეველია.

იგივე მდგომარეობაშია სოფელ ახალსოფელშიყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახიეს შენობა კერძო საკუთრებაშიამესაკუთრე კი დევნილებს ობიექტის დატოვებას თხოვს. "სასწრაფოდ მოვითხოვ აღნიშნული შენობიდან დევნილების გასახლებას ან სამინისტრომ კომპესაცია გადამიხადოსაღნიშნული მოთხოვნით რამდენიმე წელია შესაბამის უწყებებს მივმართავსამინისტროს ამ შენობის შესყიდვაც კი ვთხოვემაგრამ უარი მივიღეოცი წელია ასეთ დღეში ვარგამკითხავი არავინააშენობის დაცლა წლის ბოლომდე არ მოხდაადამიანის უფლებათა დამცველებს მივმართავ" - გვითხრა შენობის მეპატრონემ ლევან ქავთარაძემშენობა ავარიულია და იძულებით გადაადგილებულ პირებს ცხოვრება უკიდურეს პირობებში უწევთროგორც დევნილები განმარტავენხელისუფლებისგან დაპირება მიიღესრომ ფოთში აშენებულ ახალ კორპუსებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდნენმაგრამროგორც ამბობენეს დაპირება არ შესრულდახობის დევნილთა სამსახურში განმარტავენრომ ფოთში ახალ რაიონში ჩასახლება მათი ფუნქცია არაა.

ჩვენ მივმართეთ რეგიონულ დევნილთა სამსახურის წარმომადგენელს სამეგრელოში ლევან მიქავასრომელმაც კომენტარისგან თავი შეიკავა და პრესცენტრისკენ გადაგვამისამართა.

მაია ძაგანია

გაზეთი ”მთავარი თემა სამეგრელოში