სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობის ჩემპიონატში 14 ქართველი მოჭიდავე გაემგზავრა, მათ შორის ხობელი სპორტსმენი, მანუჩარ ცხადაია. მოჭიდავემ ხუთი ორთაბრძოლიდან ოთხი მოიგო, ფინალში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. იგი არის საქართველოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი. ქართველმა მოჭიდავეებმა სოფიაში გამართულ ტურნირში სულ ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორიც ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ნაკრები მარტში, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მინსკში ემზადება.