16.02.2012
რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული დათა ხურცილავას სახელობის
ტურნირი მინი ფეხბურთში ხობში დღეს დასრულდა. ფინალში ერთმანეთს
ჭავჭავაძის ქუჩის გუნდი და ქალაქის ცენტრის გუნდი „ფეოლა“ შეხვდნენ. მატჩში
ჭავჭავაძის ქუჩის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა. მე–3 ადგილისთვის ერთმანეთს ხეთის
და ნოჯიხევის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხეთის გამარჯვებით 6:3
დასრულდა. ცნობისთვის: ტურნირი 12 თებერვალს დაიწყო და მასში 8 გუნდი
მონაწილეობდა. თამაშები დაღუპული რეზერვისტის სახელობის სტადიონზე მისივე
სახელობის ტურნირის ფარგლებში უკვე მე–4 წელია ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ორგანიზებით იმართება.