17.02.2012

დევნილები საცხოვრებლის რემონტს და დაკანონებას ითხოვენ



17.02.2012
ხობის მუნიციპალიტეტში ყოფილი უსინათლოთა სახლის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი  კორპუსის რეკონსტრუქციას და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს. დევნილი თალიკო ხარბედია ამბობს, რომ ჭერიდან წვიმის წყალი ჩამოდის, იატაკიც ჩატეხილია. დევნილის მერი აბშილავას თქმით, საცხოვრებლის დაკანონების თხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ უსინათლოთა სახლის შენობის მფლობელი კერძო მესაკუთრეა. ”მიმდინარეობს მოლაპარაკებები შენობის დევნილთა სამინისტროს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რათა  საცხოვრებელი ფართი დევნილებს დაუკანონდეს. სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარდება შენობას რემონტი“, - აღნიშნა შორენა ძაძამიამ.