კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სენაკში ოფისი დააფუძნა, რომლის ხელმძღვანელად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მურად შამათავა დაინიშნა. ოფისის გახსნაზე თბილისიდან ჩავიდნენ პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან იზორია და „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი გურამ ოდიშარია. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, „ძალოვანი სტრუქტურების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია სამეგრელოში და აქ უნდა მოხდეს ხელისუფლების ხერხემალში გადატეხვა“. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ სამეგრელოს ოფისს ირაკლი ალასანია ზუგდიდიდან უხელმძღვანელებს. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირაში რეგიონში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ოფისი გაიხსნება. შეგახსენებთ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ოფისები უკვე გახსნა ხობსა და ჩხოროწყუში.