09.03.2012
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის. გოგონათა შორის შედეგით 9-დან 9 ქულა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ხობელმა დიანა ლომაიამ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატში სულ 52 ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თამაშები შვეიცარიული სისტემით წარიმართა. ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.