საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10-11 მარტს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მანუჩარ ცხადაია 74 კლიოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელ, ავსტრიელ, ფრანგ და ლიტველ მოჭიდავეებს დაუპირისპირდა და ორ-ორ სეტში დაამარცხა. ფინალში კი მსოფლიო ჩემპიონ, რუს, რომან ვლასოვთან დამარცხდა. პირველ სეტში ვლასოვმა 7:2 მოიგო, ხოლო მეორე 1:1 დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპირველობაზე, გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილზე გავიდნენ.