15-დან 18 მარტის ჩათვლით, ხობში გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც სამეგრელოს 50 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები. სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია სალიას თქმით, ჩემპიონატი ხობში ბოლო 20 წელია არ გამართულა. „ხობში ჭადრაკი მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩემპიონატის გამართვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას“, - ამბობს გია სალია. მისივე ინფორმაციით, ჩემპიონატზე ლიდერთა თამაშების ჩვენება ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით გაიმართება. ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტის და სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის ფედრაციის ორგანიზებით ჩატარდება.