23.03.2012

ხობის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია



23.03.2012
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია. გამგებლის, გოგა ღურწკაიას მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში ბესიკ ნაჭყებია დაინიშნა, რომელიც მანამდე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. აღნიშნულ სამსახურს კი დღეიდან ზვიად ბუკია უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს მართავდა. თავის მხრივ, ამ ადგილზე აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს იურისტი, ლელა შამათავა კადრის ოფიციალურ დამტკიცებამდე შეასრულებს. გამგებლის ცნობით, სხვა საკადრო ცვლილებები გამგეობაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.