ხობის „კოლხეთი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრაში ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი „მესხეთის“ ფეხბურთელმა, გიორგი ყულჯანიშვილმა ბოლო წუთზე გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ხობის „კოლხეთი“ 2 აპრილს სოხუმის „აეტის“ წინააღმდგეგ თბილისში გამართავს.