23.02.2013
13.02.2013
14.12.2012
ხობის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს
ხობის მინიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს, 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„ეს დიდი პასუხისმგებლობაა. არ იქნება ეს მარტივი საქმე. შემოვიკრებ პროფესიონალებს, გამოვიყენებ ადგილობრივ რესურს და იმედია ყველაფერი გამომივა“, – განაცხადა კახა ბენიძემ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ცვლილებები იქნება, მაგრამ არა მასშტაბური.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კახა ბენიძე 1974 წლის 9 აგვისტოს ხობში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადსხვა თანამდებობეზე ხობში.
ხობის ყოფილი გამგებელის, გოგა ღურწკაიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 7 დეკემბერს დააკმაყოფილა იმავე დღეს ხმათა უმრავლესობით არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა ქარდავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის, მეორე პუნქტის თანახმად, გამგებლის კანდიდატურა კონკურსის წესით ირჩევა. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
23.11.2012
ქვემო ქვალონის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის გადადგომას მოითხოვს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის მოსახლეობამ, სოფლის რწმუნებულის, ელგუჯა ლაგვილავას გადადგომის მოთხოვნით დღეს, 23 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მკვიდრთა თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან დღემდე ელგუჯა ლაგვილავა სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე იმყოფება. მოსახლეობამ აქციაზე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მათ სხვადასხვა პრობლემების შესახებ არაერთხელ აცნობეს რწმუნებულს, თუმცა ელგუჯა ლაგვილავას ეს მოთხოვნები ყურად არ უღია.
მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სოფლის საძოვრებს ორი წელია სიმინდის მოსაყვანად ამუშავებენ, თუმცა რწმუნებულმა მათ განუცხადა, რომ ვერ ისარგებლებენ ამ მიწებით, რადგან ეს ტერიტორია ჰოლანდიელებმა შეიძინეს. სოფლის მკვიდრთა თქმით, ელგუჯა ლაგვილავასგან ამ შინაარსის პასუხი მას შემდეგ მიიღეს, რაც მას მიწების დარეგისტრირების თხოვნის შესახებ აუწყეს.
თავის მხრივ, ელგუჯა ლაგვილავამ , რომელიც აქციაზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ მიწების საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და სამინისტროს პრეროგატივაა.
ქვემო ქვალონის მოსახლეობამ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე უგზოობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით, სოფლის მხოლოდ რამდენიმე უბანში მოიხრეშა გზები. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე განუცხადა, რომ სამუშაოები არ ჩატარდება, რადგან აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეა.
სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათ პროტესტს შედეგი რ მოჰყვება, აქციებს მომავალშიც გამართავენ.
ხობისწყალში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა
23.11.2012
ხობში, მდინარე ხობისწყალში ცენტრალური ხიდის ქვეშ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 1989 წელს დაბადებული ხობის მკვიდრი მარიამ შანგირაძეა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ ხობის სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგონა სახლიდან შვიდი დღის წინ გავიდა, თუმცა მშობლებს იგი ნათესავის სახლში ეგულებოდათ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ მათი შვილი ახლობლებთან არ იმყოფებოდა, პოლიციას განცხადებით მიმართეს. გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია. მარიამ შანგირაძის ცხედარი ამ დრომდე ზუგდიდის პროზექტურაში რჩება და მას ექსპერტიზა უტარდება.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი დღეს, 23 ნოემბერს დილით, მდინარე ხობისწყალში იპოვეს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)