ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ წუხელ, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. იტყობინება livepress.ge-ს ხობელი კორესპოდენტი, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა, სანიაღვრე არხები დააზიანა. ხობში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარცია არ ფლობს, ხობში იმყოფება გუბერნატორის მოადგილე ვახტანგ ცხადაია, რომელმაც livepress.ge-ს განუცხადა, რომ დატბორილია შუა ქვალონის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო–სამეურნეო ნათესები, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უფრო მეტადაა დაზარალებული ნოჯიხევისა და შუა ხორგის მოსახლეობა. ცხადაიას თქმით, გადამცემ ხაზებზე ავარიული გამორთვის შედეგად, ხობს ამ წუთებში ელეტროენერგიაც არ მიეწოდება. მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.