28.03.2012

ქარდავა: ხობში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება



27.03.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხობში ისევ გრძელდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ქარდავას განმარტებით, მისი ნათესავი ია ცხადაია, რომელიც სოფელ ხეთის ბიბლიოთეკაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, მამუკა ქარდავამ 15 მარტს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დაითხოვეს ნოჯიხევის საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი მაია ცქირია და პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლი ანჟელა ქანთარია.