ხობის მუნიციპალიტეტში სპეციალისტების მიერ დადგენილი „ოქროკუდას“ სახეობის მატლის საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დღეიდან დაიწყო. მატლი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მაისის თვეში გავრცელდა და სპეციალისტების დასკვნით 300-მდე სახეობის მცენარეს ანადგურებს და ადამიანის კანს აზიანებს. „ლაივპრესის“ ხობელი კორესპონდენტის ცნობით, მატლებმა, რომლებიც ტყის მასივებიდან გამოვიდნენ და კიდევ უფრო მომრავლდნენ სოფლებში, ამ დრომდე უამრავი ნარგავი გაანადგურეს. ეკონომიკის სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას 400 ლიტრი თხევადი პრეპარატი გადასცა, რომელიც მატლის გავრცელების კერებში მცხოვრებ ოჯხებს, თითოს 30 გრამის ოდენობით გადაეცემა, შეწამვლაზე კი მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს. ამასთან, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ამ დღეებში ყულევიდან დაიწყებს მცენარეების თერმულ შეწამვლას, რადგან ეს სოფელი მატლის გავრცელების კერაა.