კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხობში ისევ გრძელდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ქარდავას განმარტებით, მისი ნათესავი ია ცხადაია, რომელიც სოფელ ხეთის ბიბლიოთეკაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, მამუკა ქარდავამ 15 მარტს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დაითხოვეს ნოჯიხევის საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი მაია ცქირია და პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლი ანჟელა ქანთარია.
28.03.2012
27.03.2012
ხობის „კოლხეთი“ ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდა
ხობის „კოლხეთი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრაში ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი „მესხეთის“ ფეხბურთელმა, გიორგი ყულჯანიშვილმა ბოლო წუთზე გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ხობის „კოლხეთი“ 2 აპრილს სოხუმის „აეტის“ წინააღმდგეგ თბილისში გამართავს.
23.03.2012
ხობის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია. გამგებლის, გოგა ღურწკაიას მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში ბესიკ ნაჭყებია დაინიშნა, რომელიც მანამდე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. აღნიშნულ სამსახურს კი დღეიდან ზვიად ბუკია უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს მართავდა. თავის მხრივ, ამ ადგილზე აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს იურისტი, ლელა შამათავა კადრის ოფიციალურ დამტკიცებამდე შეასრულებს. გამგებლის ცნობით, სხვა საკადრო ცვლილებები გამგეობაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ხობის „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა
დღეს ხობის „კოლხეთმა“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გამართა . ხობელები საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 35 წუთზე გელა ლომიამ გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. „კოლხეთმა“ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ხობელი ფეხბურთელები ახალციხეში ადგილობრივი „მესხეთის“ წინააღმდეგ გამართავენ....
22.03.2012
ხობში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ელოდება
ხობის ყოფილი რაიკომის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ითხოვს. მათ ბარგი შარშან აგვისტოდან შეკრული აქვთ და მიუხედავად ლტოლვილთა სამმართველოს დაპირებისა, ფოთში გადაყვანას დღემდე ელიან. ერთ-ერთი დევნილი, ფაციკო ჩოლარია ამბობს, რომ 25 იანვარს, ამავე შენობაში მცხოვრები 10 ოჯახი აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლობამ ბათუმის დევნილთა ახალ რაიონში გადაიყვანა. თავის მხრივ, „ლაივპრესმა“ ვითარების გასარკვევად მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსს, შორენა ძაძამიას, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

