24.02.2012

„აფხაზეთი“ მიიჩნევს, რომ ხობში სოციალურად დაუცველთა სიები არასწორადაა შედგენილი

24.02.2012

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს გამართულ შეხვედრაზე 20-მდე ოჯახის სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, „სოციალური აგენტების მიერ სარეიტინგო ქულების არასწორად მინიჭების გამო, შეჭირვებული მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური დახმარება არ ენიშნება“. თავის მხრივ, ხობის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბადრი ჭითაშვილი „აფხაზეთის“ აზრს, რომ თითქოსდა სოციალური აგენტები არაკვალიფიციურები არიან არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მზადაა სოციალურად დაუცველი ადამიანების სიები ხელახლა გადამოწმდეს.

კურსორი-24.02.2012

22.02.2012

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ გამგეობის რამდენიმე სამსახურში კადრები შეცვალა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლევან სიჭინავა დაინიშნა. იგი მანამდე საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომლის უფროსის მოვალეობასაც დღეიდან ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი, ბაქარ შონია შეასრულებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შეიქმნა, რომლის უფროსად ანატოლი სიჭინავა დაინიშნა. ის მანამდე ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურების რეორგანიზაცია იანვრიდან მიმდინარეობს. 21 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. მათგან 14 კვლავ დააბრუნეს. გამგებელი გოგა ღურწკაია ამბობს, რომ ”უმუშევრად არც დანარჩენებს დატოვებს, ალტერნატიულ სამუშაოს შესთავაზებს, ან ისევ გამგეობაში დააბრუნებს”. გამგებლის ინფორმაციით, სამსახურების დაკომპლექტება გრძელდება და მიმდინარეობს კადრების შერჩევა.

17.02.2012

დევნილები საცხოვრებლის რემონტს და დაკანონებას ითხოვენ

17.02.2012
ხობის მუნიციპალიტეტში ყოფილი უსინათლოთა სახლის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი  კორპუსის რეკონსტრუქციას და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს. დევნილი თალიკო ხარბედია ამბობს, რომ ჭერიდან წვიმის წყალი ჩამოდის, იატაკიც ჩატეხილია. დევნილის მერი აბშილავას თქმით, საცხოვრებლის დაკანონების თხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ უსინათლოთა სახლის შენობის მფლობელი კერძო მესაკუთრეა. ”მიმდინარეობს მოლაპარაკებები შენობის დევნილთა სამინისტროს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რათა  საცხოვრებელი ფართი დევნილებს დაუკანონდეს. სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარდება შენობას რემონტი“, - აღნიშნა შორენა ძაძამიამ.   

16.02.2012

ხობში აგვისტოს ომში დაღუპულ რეზერვისტ დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი დასრულდა

16.02.2012
რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში ხობში დღეს  დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ჭავჭავაძის ქუჩის გუნდი და ქალაქის ცენტრის გუნდი „ფეოლა“ შეხვდნენ. მატჩში ჭავჭავაძის ქუჩის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა. მე–3 ადგილისთვის ერთმანეთს ხეთის და ნოჯიხევის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა  ხეთის გამარჯვებით 6:3 დასრულდა. ცნობისთვის: ტურნირი 12 თებერვალს დაიწყო და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. თამაშები დაღუპული რეზერვისტის  სახელობის სტადიონზე მისივე სახელობის ტურნირის ფარგლებში  უკვე მე–4 წელია  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

10.02.2012

კურსორი 10.02.2012

ხობელმა სპორტსმენმა გამარჯვება მოიპოვა

10.02.2012
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მძლეოსნობაში ჭაბუკთა შორის, ხობელმა გრიგოლ ახალაიამ გაიმარჯვა. სპორტსმენმა სამოც მეტრ გარბენში პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებული ხობელი სპოტსმენი 9 თვეა მძლეოსნობაში ვარჯიშობს და საქართველოს ნაკრების წევრია. 

ხობელი მოჭიდავის ვერცხლის მედალი სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში

10.02.2012
სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობის ჩემპიონატში 14 ქართველი მოჭიდავე გაემგზავრა, მათ შორის ხობელი სპორტსმენი, მანუჩარ ცხადაია. მოჭიდავემ ხუთი ორთაბრძოლიდან ოთხი მოიგო, ფინალში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. იგი არის საქართველოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი. ქართველმა მოჭიდავეებმა სოფიაში გამართულ ტურნირში სულ ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორიც ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ნაკრები მარტში, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მინსკში ემზადება. 

08.02.2012

მრავალშვილიანი ოჯახი ლტოლვილთა სამმართველოს უყურადღებობაში ადანაშაულებს

აფხაზეთიადან დევნილი ჯამბულ შაკაიას 5-წევრიანი ოჯახი ხობის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ცხოვრობს. ისინი სახელმწიფომ ბინით გასულ წელს დააკმაყოფილა. ჯამბულ და ლარისა შაკაიებს სამი შვილი ჰყავთ, რომლებიც მშობლების თქმით, მუდმივად საჭიროებენ ექიმების მეთვალყურეობას. ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო ბავშვების პენსია და დევნილთა დახმარებაა, რაც სულ 180 ლარს შეადგენს. ლარისა შაკაიას თქმით, თანხა თვიდან-თვემდე მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით. მისივე განცხადებით, ცოლ-ქმარი არ მუშაობენ, რადგან ბავშვების მარტო დატოვება შეუძლებელია. ოჯახი ამბობს, რომ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად დახმარებისთვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ლარისა შაკაია ამბობს, რომ ლტოლვილთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გოჩა ელერჯია შარშან ოქტომბერში დაჰპირდა შეშით მომარაგებას, მაგრამ პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. ჯამბულ შაკაიას განცხადებით, რამდენიმე კუბური მეტრი შეშით ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა, რაც გამოსაზამთრებლად საკამარისი არ არის. ვითარებაში გასარკვევად „ლაივპრესი“ ლტოლვილთა სამმართველოს უფროს სპეციალისტს გოჩა ელერჯიას დაუკავშირდა. მან ჯამბულ შაკაიას ოჯახის საკითხეზე კომენტარისთვის 10 წუთი ითხოვა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონის ზარს არ უპასუხა.
08.02.2012