28.03.2012

ქარდავა: ხობში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება



27.03.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხობში ისევ გრძელდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ქარდავას განმარტებით, მისი ნათესავი ია ცხადაია, რომელიც სოფელ ხეთის ბიბლიოთეკაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, მამუკა ქარდავამ 15 მარტს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დაითხოვეს ნოჯიხევის საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი მაია ცქირია და პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლი ანჟელა ქანთარია.

27.03.2012

ხობის „კოლხეთი“ ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდა



27.03.2012
ხობის „კოლხეთი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრაში ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდა და  მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი „მესხეთის“ ფეხბურთელმა, გიორგი ყულჯანიშვილმა  ბოლო წუთზე გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ხობის  „კოლხეთი“ 2 აპრილს  სოხუმის „აეტის“ წინააღმდგეგ თბილისში გამართავს.

23.03.2012

ხობის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია



23.03.2012
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია. გამგებლის, გოგა ღურწკაიას მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში ბესიკ ნაჭყებია დაინიშნა, რომელიც მანამდე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. აღნიშნულ სამსახურს კი დღეიდან ზვიად ბუკია უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს მართავდა. თავის მხრივ, ამ ადგილზე აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს იურისტი, ლელა შამათავა კადრის ოფიციალურ დამტკიცებამდე შეასრულებს. გამგებლის ცნობით, სხვა საკადრო ცვლილებები გამგეობაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ხობის „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა


დღეს ხობის „კოლხეთმა“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გამართა . ხობელები საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 35 წუთზე გელა ლომიამ გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. „კოლხეთმა“ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ხობელი ფეხბურთელები ახალციხეში ადგილობრივი „მესხეთის“ წინააღმდეგ გამართავენ.... 

22.03.2012

ხობში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ელოდება

ხობის ყოფილი რაიკომის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ორი ოჯახი განსახლებას ითხოვს. მათ ბარგი შარშან აგვისტოდან შეკრული აქვთ და მიუხედავად ლტოლვილთა სამმართველოს დაპირებისა, ფოთში გადაყვანას დღემდე ელიან. ერთ-ერთი დევნილი, ფაციკო ჩოლარია ამბობს, რომ 25 იანვარს, ამავე შენობაში მცხოვრები 10 ოჯახი აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლობამ ბათუმის დევნილთა ახალ რაიონში გადაიყვანა. თავის მხრივ, „ლაივპრესმა“ ვითარების გასარკვევად მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსს, შორენა ძაძამიას, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.


21.03.2012

ფოთის „კოლხეთმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა


21.03.2012
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პლეიოფის მატჩში  ფოთში, ფაზისის სტადიონზე , ადგილობრივი “კოლხეთი”  ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ფოთელმა ფეხბურთელმა, პავლე დათუნაიშვილმა გაიტანა. ცნობისთვის: დღეს ფოთის „კოლხეთი“ სატურნირო ცხრილის მე–7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფოთელები გორის „დილას“ წინააღმდეგ გამართავენ.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნეს

20.03.2012 

 ხობში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელსაც სალომე ჩხომარია უხელმძღვანელებს. მისი განცხადებით, „ახალგაზრდულ ორგანიზაციას უკვე ჰყავს 100-მდე წევრი და ეს ციფრი სოფლებში ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება“. სალომე ჩხომარიას ცნობით, ახალგაზრდები სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას უახლოეს დღეებში შეიმუშავებენ, რომლის პრეზენტაციას „ქრისტიან-დემოკრატების“ თბილისელი ლიდერები დაესწრებიან.

19.03.2012

ხობის „კოლხეთმა“ წალენჯიხის „სქური“ დაამარცხა

ხობის „კოლხეთმა“ წალენჯიხაში, ადგილობრივი „სქურის“ წინააღმდეგ საქართველოს 23–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის 3–ე ეტაპის მატჩი გამართა. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 0–1დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი თამაშის 2–ე ტაიმში გელა ლომაიამ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ხობის „კოლხეთი“ საკუთარ მოედანზე, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გაართავს

ჭალადიდში ფუნქციონირება დაიწყო სოფლის ადმინისტრაციამ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დღეს ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა, რომლის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა [MDF] დააფინანსა. ეზოს კეთილმოწყობისთვის და მის გასწვრივ საფეხბურთო სტადიონის განახლებისთვის საჭირო 80 ათასი ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფლის ადმინისტრაციული შენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძემ და გამგებელმა გოგა ღურწკაიამ გახსნა. გუბერნატორის განცხადებით, ადმინისტრაცია სოფლის მცხოვრებლების ყველა კითხვებს უპასუხებს და რაიონულ ცენტრში მისვლა აღარ დასჭირდებათ. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, დღეს სოფელში რეკონსტრუქციის შემდეგ 2-ჯგუფიანი საბავშვო ბაღიც გაიხსნა, რომელიც 50 აღსაზრდელს მიიღებს. გუბერნატორ გურამ მისაბიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც აშენდება.    


18.03.2012

დასრულდა აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში

   დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩეპიონატი ჭადრაკში, რომელიც 18 მარტს, ხობში გაიმართა. ჩემპიონატში სამივე საპრიზო ადგილი ფოთელმა მოჭადრაკეებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელს 500 ლარი, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 300, მესამე გამარჯვებულს კი 200 ლარი. შეჯიბრი 3 დღე მიმდინარეობდა და სულ 70-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი სამეგრელოს ჭადრაკის ფედერაციის და ხობის მუნიცილაპილეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.


15.03.2012

ქარდავა: ხობში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან

„ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“, - ამის შესახებ განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხობში, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ა.ა.ი.პ. პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომელი ანჟელა ქანთარია, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის მეუღლეა. მამუკა ქარდავას განცხადებით, გათავისუფლებულია ასევე, სოფელ ნოჯიხევის #1 საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი მაია ცქირია, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ცოლის დაა. მამუკა ქარდავას ინფორმაციით, გათავისუფლებამდე მათ განუცხადეს, რომ რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაეწერათ, რაზეც ქანთარიამ და ცქირიამ უარი თქვეს. „მათი სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური დევნაა“, - განაცხადა მამუკა ქარდავამ. თავის მხრივ, ა.ა.ი.პ. პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა რუზანა თათარიშვლმა „ლაივპრესთან“ საუბრისას უარყო პოლიტიკური მოტივით თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა და განაცხადა, რომ მის სამსახურში შტატები შემცირდა და მხოლოდ ამიტომ გაუშვა. რაც შეეხება მაია ცქირიას სამსახურიდან გათავისუფლებას, საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტის მანანა წულეისკირის განცხადებით, ცქირიამ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერა.         

12.03.2012

ჩემპიონატი ჭადრაკში ხობში გაიმართება



12.03.2012
15-დან 18 მარტის ჩათვლით, ხობში გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც სამეგრელოს 50 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები. სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია სალიას თქმით, ჩემპიონატი ხობში ბოლო 20 წელია არ გამართულა. „ხობში ჭადრაკი მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩემპიონატის გამართვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას“, - ამბობს გია სალია. მისივე ინფორმაციით, ჩემპიონატზე ლიდერთა თამაშების ჩვენება ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით გაიმართება. ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტის და სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის ფედრაციის ორგანიზებით ჩატარდება.

მანუჩარ ცხადაია ევროპის ვერცხლის პრიზიორი გახდა



12.03.2012
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10-11 მარტს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მანუჩარ ცხადაია 74 კლიოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელ, ავსტრიელ, ფრანგ და ლიტველ მოჭიდავეებს დაუპირისპირდა და ორ-ორ სეტში დაამარცხა. ფინალში კი მსოფლიო ჩემპიონ, რუს, რომან ვლასოვთან დამარცხდა. პირველ სეტში ვლასოვმა 7:2 მოიგო, ხოლო მეორე 1:1 დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპირველობაზე, გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილზე გავიდნენ.

09.03.2012

კურსორი სარვამარტო მილოცვა


ხობელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა


09.03.2012
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 7 წლამდე  ასაკის ნორჩ მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის. გოგონათა შორის შედეგით 9-დან 9 ქულა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ხობელმა დიანა ლომაიამ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატში სულ 52 ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თამაშები შვეიცარიული სისტემით წარიმართა. ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სენაკში ოფისი გახსნა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სენაკში ოფისი დააფუძნა, რომლის ხელმძღვანელად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მურად შამათავა დაინიშნა. ოფისის გახსნაზე თბილისიდან ჩავიდნენ პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან იზორია და „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი გურამ ოდიშარია. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, „ძალოვანი სტრუქტურების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია სამეგრელოში და აქ უნდა მოხდეს ხელისუფლების ხერხემალში გადატეხვა“. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ სამეგრელოს ოფისს ირაკლი ალასანია ზუგდიდიდან უხელმძღვანელებს. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირაში რეგიონში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ოფისი გაიხსნება. შეგახსენებთ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ოფისები უკვე გახსნა ხობსა და ჩხოროწყუში.

08.03.2012

ფოთის „კოლხეთი“ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა

23-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასკვნითი 22-ე ტურის მატჩი გამართა დღეს ფოთის „კოლხეთმა“ საკუთარ მოედანზე. ფოთელებს სტადიონ „ფაზისზე“ ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდა. ფოთის "კოლხეთისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შეხვედრა უგოლოდ, ფრედ დამთავრდა და ფოთელებმა 8 საუკეთესო გუნდში ადგილიც შეინარჩუნეს. სატურნირო ცხრილში ფოთელები 26 ქულით მე-8 აგდგილზე არიან, ხოლო „ტორპედო“ 43 ქულით მე-3 ადგილს ინარჩუნებს.

ხობის აგრარულ ბაზარში გაჩენილმა ხანძარმა მოვაჭრეები დააზარალა

ხობის აგრარულ ბაზარში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად საწყობებში მოთავსებული საქონლის დიდი ნაწილი განადგურდა. დამწვარია ბაზრის შენობის 50კვ.მ. ფართი.  ბაზრის შენობას ხანძარი 03:00 საათზე გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირველადი შეფასებებით, ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რევაზ წულაიას განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ხობის აგრარული ბაზრის შენობა შპს „მეგრის“ საკუთრებაა. დღეს ხობის ბაზარი დაკეტილი იყო. დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

06.03.2012

ბათუმის „დინამომ“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა


დღეს ეროვნული ჩეპიონატის პირველი ლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩი გაიმართა. ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მიუხედავად არაერთი საგოლე ეპიზოდისა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შესძლეს და ქულებიც გაიყვეს. „კოლხეთს“ პირველ ლიგაში 20 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილზე იმყოპება, ხოლო ბათუმის „დინამო“ 42 ქულით, პირველ ლიგას ლიდერობს.

ევროპის ჩემპიონატზე მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია იასპარეზებს

6-11 მარტს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები შვიდი მოჭიდავით წარსდგება. ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ხობელი მანუჩარ ცხადაია, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ქართული შვიდეულიდან საქმეში პირველები თუშიშვილი და გოგშელიძე ჩაერთვებიან. მათ წონებში ჩემპიონ-პრიზიორები დღეს, 6 მარტს გამოვლინდებიან....

05.03.2012

„ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში პირველი ოფისი ხობში გახსნა

დღეს ხობში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად მამუკა ქარდავა დაინიშნა. ქარდავა, თავის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს "კონსერვატიულ" პარტიას წარმოადგენს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, "სამეგრელოში შიშის ფაქტორი ძლიერია და მოსახლეობაც ამ წნეხისგან მალე უნდა გათავისუფლდეს". მისი ინფორმაციით, ხობის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისი 8 მარტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ხობში ოფისის პრეზენტაციას „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და "კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური დაესწრნენ.

02.03.2012

ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-17 ტურში დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ლოკომოტივი“. მატჩი ხობის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში უპირატესობის მოპოვება შეძლეს და 2 უპასუხო გოლი გაიტანეს. ორივე გოლი ოთარ ფიფიას ანგარიშზეა. შემდეგ შეხვედრას ხობის „კოლხეთი“ ბათუმში 6 მარტს, ამავე ქალაქის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.


VIDEO